შიდა დაკვირვება - გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია


გაკვეთილის გეგმა
საგანი: ისტორია

სკოლა - სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ინგირის N1 საჯარო

სწავლების საფეხური / კლასი:I X კლასი
მასწავლებელი --ინეზა კვიტატიანი

მოსწავლეთა რაოდენობა: 24

თემა: გიორგი ბრწყინვალე და საქართველოს ერთიანობის აღდგენა

მიზანი: გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ გიორგი მეხუთის მეფობის პერიოდის მნიშვნელობა  საქართველოს ისტორიისათვის  და მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის გაძლიერების გზაზე.
ჩამოაყალიბონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული პიროვნების როლი ამა თუ იმ ეპოქისათვის.
უნარ-ჩვევა: პრობლემის გადაჭრის, მსჯელობის,  თანამშრომლობის უნარების გამოყენებით მოსწავლეები გაანალიზებენ და შეაფასებენ როგორ ახერხებდა გიორგი მეხუთე სირთულეების დაძლევას და რა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი  გიორგი  V-ის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში.

ესგ-ს ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის  ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ. IX .5  -   მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა  და განვითარებაზე.
  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.


შეფასება: დავაკვირდები რამდენად განვითარებული აქვთ  მსჯელობის, შეფასებისა და ანალიზის  უნარი. გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას - ჩართულობის რუბრიკა, მსჯელობის  რუბრიკა.


გაკვეთილის მსვლელობა:
I ფაზა  - გამოწვევა

აქტივობა 1.  გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. 
დრო: 5 წთ
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მეთოდი: ვერბალური ახსნა

აქტივობა 2. წინარე მასალის გახსენება - მასწავლებელი გონებრივი იერიშის  მეთოდით მოსწავლეებს სთავაზობს  გამოვიდნენ და ბარათებში  ჩადებული კითხვები ამოირჩიონ, თითოეულ ბარათზე დევს   თითო კითხვა.
1.      რუსუდანის გარდაცვალების შემდგომ ვინ აცხადებდა პრეტენზიას საქართველოს სამეფო ტახტზე?
2.     რა იყო საქართველოში ორმეფობის ხანის უაარყოფითი მხარეები და რა პირობა შექმნეს მონღოლებმა  ორმეფობის შემოღებით?
3.    რომელ საყაენოს ემორჩილებოდა საქართველო და ვინ იყო მისი პირველი ყაენი?
4.    1270-1289 წწ. ვინ იჯდა საქართველოს სამეფო ტახტზე?
5.    სადუნ მანკაბერდელი - რა კავშირი აქვს დემეტრე II -სთან?
6.    რა მიზნით აღწერეს მონღოლებმა საყაენო და რა დაეკისრა საქართველოს?
7.    რა შედეგები მოჰყვა მონღოლთა ბატონობას საქართველოში?

დრო: 10 წთ.
ორგანიზების ფორმა:  წყვილებში მუშაობა
მეთოდი: გონებრივი იერიში


II - ფაზა ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3. ახალ  მასალაზე მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ააგონ გენეალოგიური სქემა და დაადგინონ  ვისი მემკვიდრე გახლდათ გიორგი ბრწყინვალე?
მასწავლებელი აკეთებს მოკლე მიმოხილვას.
შემდგომ მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ კონკრეტულ დავალებებს, პარაგრაფის თავების მიხედვით ამუშავებენ  ტექსტსა და წყაროებს.   მასწავლებელი ურიგებს ფერად სტიკერებს, სადაც მოცემული დავალების მიხედვით
მტკიცება:
არგუმენტი:
მსჯელობა:
უნდა გამოყონ მოვლენები  საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიხედვით მოცემული ტექსტიდან   და დაფაზე გაკრულ  ფლიფჩარტზე დაიტანონ.
იმსჯელებენ გიორგი V-ის პიროვნებაზე ისტორიკოსთა მოსაზრებების გათვალისწინებით.
ამ აქტივობით მოსწავლეები შეძლენ ინფორმაციის დამუშავება - დახარისხებას.

დრო: 15 წთ
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური და  წყვილებში მუშაობა
მეთოდი: კითხვა-პასუხი,მინი-ლექცია, ბლუმის ტაქსონომია.


 III - ფაზა  რეფლექსია 
აქტივობა 4.  წაკითხულისა და მოსმენილი ინფორმაციის შეჯერება - შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა.

1.    რომელ წლებში მეფობდა გიორგი V?  რა იყო მეფის  უმთავრესი  საზრუნავი?
2.    რა ვითარება იყო შექმნილი გიორგი მეხუთის ტახტზე ასვლის დროს.
3.    რა მეთოდებით ახერხებდა გიორგი მეხუთე სირთულეების დაძლევას?
4.    ვისთვის შეადგინა ,,ძეგლისდება“?
5.    როგორი იყო  გიორგი მეხუთის საგარეო პოლიტიკა და რომელ ქვეყნებთან ამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობას?
6.    რა ცვლილებები მოხდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში XIII-XIV სს-ის განმავლობაში?
7.    როგორი იყო საქართველოს კულტურული მდგომარეობა XIV ს-ის ბოლოსათვის?
8. რა ნიშნით ჩანს რომ მონღოლთა ბატონობა დამთავრდა. რამდენად დამსახურებლია მეფის ზეწოდება ,,ბრწყინვალე“? როგორ აფასებენ მას ისტორიკოსები?

და ბოლოს თქვენი აზრით სახელმწიფოსათვის  რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული პიროვნების როლი? 
    
დრო: 10 წთ
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მეთოდი: კითხვა-პასუხი,  

აქტივობა 5. შეფასება და თვითშეფასება 
v  მასწავლებელი აძლევს განმასაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
v  მოსწავლეები ინდივიდუალურად აფასებენ  მათ მუშაობას გაკვეთილზე - ზეპირი კომენტარით
v  ,,დღევანდელი გაკვეთილი დასასრულს მიუახლოვდა და მე მინდა ვთქვა, რომ........“
დრო - 3 წთ
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი


საშინაო დავალება: პარაგრაფი 44,  წერილობით  შეაფასეთ, რამდენად წინდახედული მოღვაწე იყო გიორგი V.  მოიძიეთ ინტერნეტქსელში დოკუმენტური მასალები - გიორგი ბრწყინვალეზე  და გაანალიზეთ ისტორიული პიროვნების როლი.
დრო -2 წთ

რესურსები:  ბარათები, მარკერი, სტიკერი, ფლიფჩარტი, რუკა, ფოტომასალა, გენეალოგიური სქემა.










გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების სქემა



კრიტერიუმები
ქულა
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას,გამოხატავს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას.
1-2
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში,იშვიათად იჩენს ინიციატივას,მასწავლებლის გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღანვდება.
3-4
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება საგაკვეთილო პროცესში,ცდილობს იყოს აქტიური,მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს-მაგ:ზედმეტად ბევრს საუბრობს,აწყვეტინებს მოსაუბრეებს,ხანდახან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა,ზოგჯერ არ სცემს პატივს სხვის მუშაობას.
5-6
მონაწილეობს აქტიურად  გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მოუმზადებლობას,პატივს სცემს სხვების აზრსა და მუშაობას,დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა თუ ჯგუფურ მუშაობაში თუმცა მის მსჯელობას არაა აქვს სისტემატიური ხასიათი,აქვს ჩავარდნები.
7-8
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში,ეხმარება და პატივს სცემს სხვებს,კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი საკითხის შესწავლისას.
9-10














მსჯელობის დასაბუთება
ქულა
1.
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით
4
2.
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით
3
3.
მსჯელობა ცალკეულ შემთხვევებში არ არის დამაჯერებლად დასაბუთებული და არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით.
2
4.
მსჯელობა ზედაპირულია და არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით.
1
5.
მოსაზრებები არ არის დასაბუთებული.
0







ზუგდიდის  მუნიციპალიტეტი  სსიპ
ინგირის N1 საჯარო სკოლის 
ისტორიის  მასწავლებლის: ინეზა კვიტატიანის  მიერ ჩატარებული გრაფიკით განსაზღვრული  შიდა დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო ხელი შემეწყო ე.ს.გ-ს ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების ისეთ უნარების განვითარებისთვის, რომელიც მოსწავლის დამოუკიდებლად მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების შესაძლებლობებს ანვითარებს.
ამისათვის გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებს უნდა დაესვათ პრობლემა, ემსჯელათ, ეთანამშრომლათ, გაეანალიზებინათ და შეეფასებინათ თუ რა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი გიორგი V- ის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში.
გამოწვევის ფაზა - გაკვეთილის მსვლელობის I ფაზაში მოვახდინე წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშის მეთოდით, ბარათში მოცემულ კითხვებზე პასუხის დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს პრეზენტაციის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
II სიღრმისეული წვდომის ფაზა - მოვახდინე ცოდნის კონსტრუირება. მივეცი საკლასო დავალება  აეგოთ გენეალოგიური სქემა გიორგი V-ის მემკვიდრეობაზე, რისთვისაც გამოვიყენე საჭირო რესურსები (მეფეთა დასახელება სტიკერებზე, მაგნიტური ღილაკები და დაფა).
 მოკლე მიმოხილვით გავაცანი გიორგი V-ის ეპოქა და მივეცი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ემუშავათ სახელმძღვანელოში მოცემული თავების მიხედვით კონკრეტულ დავალებაზე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ დაემუშავებინათ სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფის თავები  და დაეხარისხებინათ  მოვლენები საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიხედვით, სტიკერებზე შესრულებული ეს წერითი დავალება უნდა დაეტანებინათ დაფაზე გაკრულ თემატურ ფლიფჩარტზე, ამ აქტივობის დროს მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში.მოახდინეს ამოწერილი მასალის ტრანფერი და შესრულებული დავალება არგუმენტირებული მსჯელობით წარმოადგინეს.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი იყო, ის ეფუძვნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. საქმიანი კომუნიკაცია ხელს უწყობდა პოზიტიური გარემოს შექმნას.
მოსწავლეები  იცავდნენ ქცევის წესებს, არ დამჭირვებია ამ წესების შეხსენება.
III ფაზა- რეფლექსია
მოვახდინე წაკითხული და მოსმენილი ინფორმაციის შეჯერება კითხვა-პასუხის მეთოდით.
მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება, წინასწარ განთავსებული კრიტერიუმების მიხედვით.
საშინაო დავალებად მიეცათ პარაგრაფი 44, ასევე წერილობით ჩამოეყალიბებინათ ისტორიული პიროვნების როლი ამა თუ იმ ეპოქისათვის, მოეძიათ ამ საკითხზე დამატებითი მასალები. (ინტერნეტით)
ძლიერი მხარე: ვფიქრობ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს მიზნის მიღწევას, მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში იყვნენ აქტიურნი, მე როგორც მასწავლებელს მიწევდა ძირითადად ფასილიტატორის როლის შესრულება. მოსწავლეებმა შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა, გამოავლინეს მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარები.
დრო მიზნობრივად გამოვიყენე ყველა ფაზაში რეგლამენტის დაცვით.
სუსტი მხარე: სასურველი იქნებოდა სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის შემერჩია კონკრეტული  დავალებები, ანუ მომეხდინა დიფერენცირება  და ამით ისინი უფრო მეტად ჩამერთო გაკვეთილის პროცესში.
შემდგომში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ ისეთ აქტივობებს, რომლითაც შევძლებ გაიზარდოს თითოეული მოსწავლის ჩართულობის ხარისხი.
სასწავლო პროცესში გათვლილი იქნება თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის საჭიროებები, რითაც უფრო მეტად შეუწყობ ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.