მასწავლებლის სახელი გვარი: ინეზა კვიტატიანი
საგანი: ისტორია
კლასი/ საფეხური: მე-11 / საშუალო
გაკვეთილის თემა: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო
/ ინტეგრირებული - ისტორია/გეოგრაფია
ჩატარების დრო: 26.03.2019
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45 წთ
მოსწავლეთა რაოდენობა:
13
გაკვეთილის მიზანი:
Ø მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა მსოფლიო
ისტორიულ პროცესში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებსა და შედეგებისათვის. რუკის დახმარებით
შეძლოს ორიენტირება და განსაზღვროს ცნობილი
აღმოჩენების გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა.
უნარ-ჩვევები
·
ტექსტის გააზრების და
გადმოცემის უნარი
·
მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება
·
რუკაზე მუშაობა
·
ორიენტირების უნარი
·
თანამშრომლობის უნარი
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები:
ისტ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო
ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ისტ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია რესურსებისა
და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენის ანალიზი.
ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და მსჯელობს
ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ეკონომიკის განვითარების ურთიერთზეგავლენაზე;
გეო. 1 მოსწავლეს
შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო. 2 მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
გეო 3. მოსწავლეს
შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
შეფასების
ტიპები და
მეთოდები: განმსაზღვრელი და განმავითარებელი (შეფასების რუბრიკა
იხ.ქვ.)
გაკვეთილის მსვლელობა:
№
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
||||||||||||
1
|
მასწავლებელი ესალმება
მოსწავლეებს, აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს. აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის
მიზანს,თემას და შეფასების
კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფაზე გამოკრული
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები |
3
წთ.
|
||||||||||||
2
|
I - გამოწვევის ფაზა.
მასწავლებელი
მოკლე მიმოხილვას აკეთებს გაკვეთილის გარშემო, მოსწავლეებს ახსენებს რომ გეოგრაფიული
აღმოჩენების ეპოქა მათთვის არ არის
უცნობი, წინა კლასებში როგორც ისტორიაში, ასევე გეოგრაფიაში არაერთხელ გაცნობიან.
აქედან გამომდინარე, მოხდა სწორედ საგანთაშორისი კავშირი.
მასწავლებელს ფლიფჩარტზე გადატანილი აქვს ტერმინები:
,,ფასების რევოლუცია“
,, სანელებლების გზა“
,,ტორდელიასის ხელშეკრულება“
კომპასი, ასტროლაბი, ფლოტილია, კვადრანტი,
კარაველა და ა.შ
მოსწავლეებს მიმართავს რასთან შეიძლება ამ ცნებების დაკავშირება და იქნებ შეძლოთ მათი განმარტება და ფოტომასალებთან
დაკავშირება:
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები უნდა იყოს:
კომპასი - ხელსაწყო
სივრცეში ორიენტაციისათავის.
ასტროლაბი - კუთხსაზომი
ხელსაწყო. მეზღვაურები იყენებდნენ გემის ადგილმდებარეობის და მარშრუტის განსასაზღვრად.
ფლოტილია - სპეციალური
დანიშნულების გემების რაზმი
კვადრანტი - ხელსაწყო
ცის მნათობების სიმაღლის გასაზომად.
არკებუზი - ძველებური პატრუქიანი თოფი, რომელიც ლულიდან იტენებოდა
კარაველა - სამანძიანი საზღვაო იალქნიანი გემი.
მასწავლებელი არიგებს შესასვლელ ბილეთებს
|
კითხვა-პასუხი
ვიზუალიზაცია
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
ფოტომასალა
ფლიფჩარტი
სტიკერი
დაფა, ცარცი
|
12
წთ.
|
||||||||||||
3
|
II ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება
-
მოსწავლეები ემზადებიან ჯგუფური მუშაობისთვის. დაყოფილნი არიან
სამ ჯგუფად - ისტორიკოსები, გეოგრაფები და ანალიტიკოსები.
მასწავლებელი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჯგუფებს სთვაზობს
გაეცნონ პარაგრაფის I თავს
‘’დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა“, ხოლო ანალიტიკოსები II თავს ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
შედეგები.
მოსწავლეებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ გამოიყენონს მასწავლებლის მიერ მიწოდებული დამატებითი
მასალა, ფოტოები, რუკები, სლაიდშოუ.
ისტორიკოსებსა და გეოგრაფებს ტექსტიდან სტიკერზე გადააქვთ ისტორიული
და გეოგრაფიული მოვლენები და აკრავენ ფლიფჩარტზე მოცემულ ცხრილში:
,,ახალი სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა
ანალიტიკოსთა ჯგუფი კი ამზადებს საპრეზენტაციოდ
ფლიფჩარტს ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები და შედეგები“. (დანართი 4)
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის კონტურულ
რუკებს, სადაც უნდა აღნიშნონ ახალი სამყაროს აღმომჩენ მოგზაურთა მარშრუტები:
მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო, ქრისტეფორე კოლუმბის
მოგზაურობები.
შესრულებულ დავალებას და შესაფასებლად გადასცემენ ანალიტიკოსებს,
რამდენად სწორად აღნიშნეს მარშრუტები, ანალიტიკოსები დანართი 2 და 3-ის შესაბამისად
აფასებენ მათ სიზუსტეს.
|
კეთებით სწავლება
|
ჯგუფური
მუშაობა
|
ნოუთბუქი
პროექტორი
ფოტომასალა
მ. სურგულაძე, გ. ანჩაბაძე - ისტორია VIII კლ.
კონტურული
რუკები
|
13 წთ
|
||||||||||||
4.
|
III ფაზა -
რეფლექსია
მასწავლებელი
გაკვეთილის შეჯამების მიზნით სთხოვს ჯგუფებს მოემზადონ პრეზენტაციისთვის -
არგუმენტირებულად წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები.
|
პრეზენტაცია
|
წყვილებში
მუშაობა
ინდივიდუალური
|
სტიკერები,
ფლიფჩარტი
|
10 წთ
|
||||||||||||
5
|
შეფასება:მოსწავლეები აფასებენ
სიტყვიერად გაკვეთილს, მასწავლებელი მოსწავლეებს
უკეთებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებას.
|
ვერბალური
|
კლასთან ერთად
|
შეფასების რუბრიკა
|
5
წთ
|
||||||||||||
6
|
საშინაო
დავალება - დაწერეთ ესე თემაზე: ,,დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები კაცობრიობის მნიშვნელოვანი ეტაპი“.
მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას ესეს წერისათვის.
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
2 წთ
|
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
მიზეზები და შედეგები
მიზეზები და ხელშემწყობი
ფაქტორები
|
შედეგები
|
·
სანელებლების
ძიება
·
ასტროლაბის,
კომპასის, გაუმჯობესებული საზღვაო რუკების გამოყენება
·
კარაველების
გამოყენება შორეული ნაოსნობისთვის
·
ქრისტიანობის
გავრცელების სურვილი
·
ოქროს
ძიების წყურვილი
·
მაჰმადიანთა
წინააღმდეგ მოკავშირეების ძიება
·
ახალი
აღმოჩენებისა და ცოდნის გაღრმავების წყურვილი
|
·
სიმინდის,
კაკაოს, კარტოფილი, პამიდვრის, თამბაქოს შეტანა ევროპაში
·
კოლონიების
დაარსება
·
დადასტურება,
რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს
·
ატლანტის
ოკეანის ნავსადგურების სწრაფი განვითარება
·
ამერიკელი
ინდიელების მასობრივი ჟლეტა
·
ამერიკის
ბინადარი მოსახლეობის ცივილიზაციათა განადგურება
|
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ინფორმაციის ფლობა. ახალი
ინფორმაციის გაგება-გააზრება
|
არ ფლობს თემასთან დაკავშირებულ
არანაირ ინფორმაციას. უჭირს ახალი ინფორმაციის გაგება-გააზრება.
|
ფლობს მცირე ინფორმაციას თემის
შესახებ. მეტ-ნაკლებად აანალიზებს ახალ მასალას, სჭირდება დახმარება.
|
ფლობს საკმარის ინფორმაციას
თემაზე. კარგად იგებს და აანალიზებს ახალ ინფორმაციას.
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, პასიურია
|
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, თუმცა დავალების
შესრულებისას ესაჭიროება დახმარება
|
აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მკაფიოდ და
ხარვეზების გარეშე ასრულებს მოცემულ დავალებებს.
|
ორიენტაცია
სივრცესა და
დროში
|
არ
შეუძლია ორიენტირება
სივრცეში. უჭირს
ორიენტირება დროში
|
შეუძლია
ორიენტირება სივრცესა
და დროში,მაგრამ დაყოვნებით.
|
მაქსიმალურად
სწრაფად შეუძლია
ორიენტირება სივრცესა
და დროში.
|
რუკაზე
მუშაობა
|
არ
შეუძლია მითითებული
დავალების შესრულება
რუკასთან მიმა
რთებაში.
|
შეუძლია
რუკასთან მუშაობა,მაგრამ უშვებს
მცირე შეცდომებს.
|
სწრაფად
და ზუსტად
მუშაობს რუკას
თან.
|
ჯგუფური
აქტივობების შესრულების და პრეზენტაციის უნარის გამოვლენა
|
მოსწავლე ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, არ
აქვს პრეზენტაციის უნარი
|
ცდილობს ჩაერთოს ჯგუფურ აქტივობებში, არ
აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი.
|
აქტიურია ჯგუფური აქტივობების დროს, აქვს
პრეზენტაციის უნარი.
|
ორგანიზებულობა
და ქცევის წესების დაცვა
|
ვერ იცავს ქცევის წესებს, სჭირდება
მითითებები.
|
პერიოდულად საჭიროებს მითითებებს და
შენიშვნებს.
|
კარგად აქვს გამომუშავებული გაკვეთილზე
ქცევის წესები, არ სჭირდება შეხსენება.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა(განმსაზღვრელი)
თანამშრომლობის უნარი
9-10
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად
შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი
გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს
მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
7-8
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს
საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა
წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
5-6
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად
შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების
წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
3-4
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს
საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
1-2
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს
წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის
სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
თარიღი: 26.03.2019 მასწავლებელი: ინეზა კვიტატიანი
კლასი: მე-11
საგანი: ისტორია
ტიპი: ინტეგრირებული
თემა: გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა
დრო: 45 წთ.
ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი გათვლილი იყო ორი საგნის ინტეგრირებაზე ისტორია/გეოგრაფია.
სასწავლო საგნებს შორის
კავშირის დამყარება , ინტეგრაცია, ძალიან საინტერესო
პროცესია და ხელს უწყობს სინთეზური აზროვნების განვითარებას.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, მიზანი რომელსაც
გაკვეთილი ისახავდა მივაღწიე. მოსწავლეებმა სხვადასხვა ფაზაში შეძლეს აქტივობებზე მუშაობით
ეჩვენებინათ ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელსაც დასკვნებში იყენებდნენ სამუშაოს დახარისხების,
პრეზენტაციის, შედეგებზე მსჯელობის დროს.
საინტერესო
გამოდგა ჯგუფური სამუშაო მოსწავლეთა ინტერესის მიხედვით ,,ისტორიკოსები“, ,,გეოგრაფები“, ,,ანალიტიკოსები“. ამ აქტივობის
დროს მოხდა თემის სრულიად ათვისება, განაწილდა ჯგუფებს შორის სხვადასხვა დავალება. სწორედ ეს ნაწილი გახდა გაკვეთილის მიზნის ადეკვატურად
აღქმის საშუალება, რაც მოსწავლეებმა თავიანთ გაკეთებულ პრეზენტაციებზე გამოავლინეს.
პარალელურად მუშაობა მიმდინარეობდა კედლის რუკასა და კონტურულ რუკაზე, ძირითად ცნებებსა
და ვიდეო მასალაზე.
აქტიურად გამოვიყენე მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რომლის
საფუძველზეც აიგო ახალი თემის მიზნები.
გაკვეთილზე
მუშაობა ძირითადად გეგმის მიხედვით შესრულდა, არ დამჭირდა მისი შეცვლა.
კოლეგებს შევთავაზებდი ინტეგრირებული გაკვეთილისთვის
ჯგუფების შექმნას ინტერესთა მიხედვით, რაც თემის შეჯამების დროს მოსწავლეებისადმი დიფერენცირებული
მიდგომის საერთო შედეგზე გასვლის მოტივირებულ საშუალებად მიმაჩნია.
ძლიერი მხარე: სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონე.
სუსტი მხარე: გაკვეთილის
სუსტ მხარედ მიმაჩნია, რომ შეფასებისთვის ნაკლები დრო დამრჩა, თუმცა შევძელი მოსწავლეთა
შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი ფორმით, დამაკლდა გამოფენილი რუბრიკებით
შეფასების დრო, რასაც გავითვალისწინებ მომავალ გაკვეთილებზე.